მიტოვებულები საზღვარზე

შიდა ქართლი – კონფლიქტის ზონა:

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, სოფელი დვანი საქართველოს ხელისუფლებას დაქვემდებარებული უკანასკნელი დასახლებული პუნქტია. ამჟამად დვანში რამოდენიმე ასეული ადამიანი ცხოვრობს. მათი უმრავლესობა ომის დროს იძულებული გახდა, მიეტოვებინა თავისი სახლ-კარი, მაგრამ მალე, დიდი საფრთხის მიუხედავად, კვლავ დაუბრუნდა საკუთარ კერას. გვითხრა თენგიზ კოპაძემ.

იმ სახლიდან, რომელშიც ხალხი შეიკრიბა, კარგად ჩანს ოსური ბლოკ-პოსტი. იგი დაახლოებით ას მეტრშია. იმავე მანძილითაა დაშორებული ქართული პოლიციის ბლოკ-პოსტიც. დღის განმავლობაში სოფელ დვანს პოლიციის სპეცდანაყოფი იცავს, მაგრამ საღამოს ისინი მიდიან და ადგილობრივი მოსახლეობა მხოლოდ საკუთარი თავის იმედად რჩება.

 

  • The mission organized by the GO Group Media, had the dual goal – to make journalists accustomed with the everyday life and problems of local population, and to try to help the latter to address the society, to give them an opportunity to speak about their worries, to be heard and understood. Several journalists representing the leading media outlets – both Georgian and international – participated in the mission.

“გოუ ჯგუფის” მიერ ორგანიზებული ექსპედიციაში მონაწილეობას იღებდნენ, როგორც საქართველოს, ასევე უცხოეთის მოწინავე მედიის ჟურნალისტები. შეხვედრას ოცზე მეტი ადგილობრივი მცხოვრები დაესწრო. მათი უმრავლესობისთვის მთავარი პრობლემა უწყლობა იყო. ამ ფაქტმა ჩვენი რამდენიმე კოლეგა გააოცა – ჟურნალისტებისთვის გამაოგნებელი იყო, რომ ხალხს წყლის უქონლობა ყველაზე მეტად აწუხებს მაშინ, როცა დაუცველია სოფელის უსაფრთხოება.

დვანს წყალი ომის შემდეგ არ მიეწოდება, რადგან რეზერვუარი, რომელიც უახლოეს სოფლებს უნაწილებს წყალს ოსეთის მხარეს დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე მდებარეობს. დვანელები ამბობენ, რომ ადგილობრივი ხელისუფლება მათ ამ პრობლემის მოკლე ხანში გადაჭრას დაჰპირდა, მაგრამ ზუსტად როდისთვის გადაიდო ეს საკითხი, არავინ იცის.


მისიის მონაწილეები

გოგა აფციაური, რადიო “თავისუფლება”, Media.Ge
ოლესია ვართანიანი, რადიო “ეხო კავკაზა”
სკიპ ისააკსი, ამერიკელი ვეტერანი ჟურნალისტი
ნინო დალაქიშვილი, დამოუკიდებელი ჟურნალისტი
გეივინ რიზი, “დარტ ცენტრი ევროპის” დირექტორი
მალხაზ ჭკადუა, ინტერპრესნიუსი
ეკა ჭითანავა, ჟურნალი “ლიბერალი”


GO Group Media
© Copyright 2009 GO Group Media