დანაშაულის გამოძიება

სომხეთი-თურქეთი:

გოუ ჯგუფის  ბოლო ჟურნალისტური ექსპედიციის, რომელიც ევრაზიის ფონდმა სომხეთში დააფინანსა,  კვლევის ობიექტი სომხეთ-თერქეთის უთანხმოებაა.

ოთხი ჟურნალისტი (ორი ქართველი, ერთი აფხაზი და ერთი სამხრეთ ოსეთიდან) თითქმის ორი კვირით გაემგზავრა სომხეთსა და თურქეთში, რათა ადგილზე გაცნობოდნენ, როგორ აღიქვამენ ამ ორ ქვეყანაში არსებულ პრობლემას და შეეფასებინათ, რამდენად შესაძლებელია გამოვიყენოთ სამხრეთ კავკასიის კონფლიქტების გადაწყვეტისას ამ ქვეყნების საუკუნოვანი შუღლის მოგვარების მცდელობის გამოცდილება.

ის, რაც 1915 წელს მოხდა, კვლავ ცხარე კამათის საგანია. სომხეთი, რომელსაც მხარს უჭერს სომხური დიასპორა, მაშინდელ ოტომანის იმპერიას ბრალს სდებს გენოციდის მოწყობაში. თურქეთი უარყოფს ამგვარ ბრალდებას და ამტკიცებს, რომ რამდენიმე ასობით ათასი ადამიანი სამოქალაქო ომის მსვლელობისას დაიღუპა, სწორედ მაშინ, როცა ათასობით თურქი იქნა მოკლული. ათეული წლების განმავლობაში მიმდინარე კამათი ტერმინ “გენოციდის” გამოყენების მართებულობის შესახებ ვაჭრობის საგნად იქცა.

ექსპედიციის მსვლელობისას ჩვენთვის რამდენიმე საკითხი გამოიკვეთა: პირველი, თუ სომხეთი და თურქეთი მიაღწევენ წარმატებას ურთირთობის მოგვარების საკითხში და გაიხსნება თითქმის ასი წლის წინ ჩაკეტილი სომხეთ-თურქეთის საზღვარი, ეს ფაქტი გავლენას მოახდენს მთელ სამხრეთ კავკასიის რეგიონზე. თუმცა სომეხ და თურქ ექსპერტებთან, ჟურნალისტებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან საუბრისას გაირკვა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის მოსალოდნელი გაუმჯობესება ჯერჯერობით ფერხდება; მეტიც, ჩვენს თანამოსაუბრეებს მიაჩნიათ, რომ ახლა უფრო მნიშვნელოვანია თავიდან იქნას აცილებული ურთიერთობათა შემდგომი გართულებანი. ექსპქდიციის მსვლელობისას გაკეთებული მეორე დასკვნა _ საერთაშორისო გაერთიანება უნდა დაეხმაროს ორ ქვეყანას ჩიხიდან გამოსასვლელის მოძებნაში.

ჩვენი ექსპედიციის მონაწილენი მისიის ბოლო სამ დღეს სომხეთ-თურქეთის ჟურნალისტთა ჯგუფს შეუერთდნენ. სომეხი და თურქი ჟურნალისტები იმავე მიზნით მოგზაურობდნენ ამ ქვეყნებში _ რომ უკეთ გაეგოთ “მეორე მხარისთვის”.

“გოუ ჯგუფის” მიერ ორგანიზებული ამ გამოკვლევის მიზანია, სომხურ-თურქული უთანხმოების არსი გააცნოს და აუხსნას ქართულ და უფრო კი აფხაზურ და ოსურ საზოგადოებებს, რომელნიც ინფორმაციის კრიტიკულ უკმარისობას განიცდიან, იმის შესახებ, რაც კავკასიის რეგიონში ხდება.


მისიის მონაწილეები

ანაიდ გოგორიანი, გაზეთი “ჩეგემსკაია პრავდა”
სოფო ბუკია, ჟურნალი “ლიბერალი”
გოგა აფციაური, რადიო “თავისუფლება”
ირინა ქელეხსაევა, ცხინვალის ტელევიზია


GO Group Media
© Copyright 2010 GO Group Media