თამაში უკეთესი ურთიერთგაგებისთვის

ერევანი, სომხეთი:

გოუ ჯგუფმა სომხეთში შეხვედრა მოაწყო, სადაც  20–დან 30 წლალმდე სხვადასხვა საზოგადოების წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. მონაწილეთა შორის იყვნენ ქართველები და ოსები როგორც ჩრდილოეთი, ასევე სამხრეთ ოსეთიდან. „ხალხთა შორის დიალოგი საზღვრებს მიღმა“ – ასე დავარქვით ამ პროექტს, რომლის მეშვეობითაც ჩვენ მოვახერხეთ დიალოგისთვის განსაკუთრებული, ექსპერიმენტალური არხის შექმნა.

სამდღიანი შეხვედრა როლური თამაშის სახით გაიმართა.

თამაშს სომეხი ფსიქოლოგები  უძღვებოდნენ; მათი ხელმძღვანელობით  მოთამაშეებს მათთვის ჩვეული როლების გადახედვა მოუწია, ზოგჯერ ‘მეორე მხარედ’  გადაქცევაც მოუხდათ. როლური თამაშების მთავარი მიზანი იყო მონაწილეებისთვის იმის გაგების შესაძლებლობის მიცემა, რომ ნებისმიერი დისპუტის დროს ყოველთვის ერთ ჭეშმარიტებაზე მეტია, და კამათის დასრულებისთვის საჭიროა, როგორც მინიმუმ, სხვა ჭეშმარიტების არსებობის აღიარება.

14 მონაწილეს შორის იყვნენ ჟურნალისტები, ექიმები, ბიზნესმენები, პოეტები; ზოგი მათგანი ამავდროულად აქტიური ბლოგერიც არის. უმრავლესობამ მისი თანატოლები სამხრეთ და ჩრდილოეთ ოსეთიდან სწორად ერევანში ჩატარებული თამაშის დროს ნახა. ჯგუფური მუშაობის დროს მოთამაშეები ოჯახური, საქმიანი და პოლიტიკური „კონფლიქტების“ გადაჭრით იყვნენ დაკავებულნი – ეს გამოცდილება მათ სამომავლოდ  ძალიან გამოადგებათ, მიეხმარება უფრო აქტიური როლი ითამაშონ გადაწყვეტილების მიღების პროცესში და ხელს შეუწყობს საზოგადოებებს შორის ურთიერთგაგებას.

  • Most of the participants of Yerevan meeting were journalists and civil activists aged between 20-30 Photo by Temo Bardzimashvili


მისიის მონაწილეები

ქრისტინა იანოვსკაია, ექიმი, სამოქალაქო აქტივისტი
თემო ბარძიმაშვილი, ჟურნალი “ლიბერალი”, EurasiaNet
ზარინა სანაკოევა, დამოუკიდებელი ჟურნალისტი
ლევან ცერცვაძე, პოეტი,  სამოქალაქო აქტივისტი
ფატიმა პლიევა, დამოუკიდებელი ჟურნალისტი
დავით ყანჩაშვილი, Netgazeti.Ge
ალან ცხურბაევი, “კავკაზსკი უზელ”
გოგა აფციაური, რადიო “თავისუფლება”
ზურაბ ტავასიევი, კერძო მეწარმე
გიორგი ბეჟანიშვილი, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჟურნალი “თელავის სერიები”
ირინა იანოვსკაია
,  “Journalists for Human Rights”
სოფო ბუკია, ჟურნალი “ლიბერალი”
მარია პლიევა, ბლოგერი
ვიქტორ როგანოვი, სტუდია ABREC


GO Group Media
© Copyright 2010 GO Group Media