ეროვნება, ენა, კანონის არცოდნა

სირთულეები სამცხე–ჯავახეთში:

სამცხე-ჯავახეთი ჟურნალისტური მისიის ჩასატარებელ მორიგ ადგილად 2010 წლის ნოემბერში იქცა. მისიაში მასობრივი ინფორმაციის საშუალებების რვა წარმომადგენელი იღებდა მონაწილეობას.

რეგიონი მოიცავს ბორჯომის, ადიგენის, ასპინძის, ახალციხის, ახალქალაქისა და ნინოწმინდის რაიონებს, ორი მათგანი,  ახალქალაქისა და ნინოწმინდის რაიონები ძირითადად ეთნიკური სომხებითაა დასახლებული. ისინი მთელი რეგიონის მოსახლეობის 40%-ს შეადგენენ. ჟურნალისტური მისიის დაკვირვების ცენტრში მოექცა ეს ორი რაიონი და მათი შორეული სოფლები. განსაკუთრებული ყურადღება მიექცა აგრეთვე მესხ მუსლიმანთა ოჯახებსაც, რომლებიც სტალინმა გადაასახლა მეორე მსოფლიო ომის დროს და, რომლებიც ამჯერად თითო-თითოდ ბრუნდებიან რეგიონში, რაც მუდმივად ქმნის მათი ეთნიკური იდენტიფიკაციის, ენისა და იურიდიულ პრობლემებს.

სამცხე-ჯავახეთის ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენლებმა ჩვეულებრივ, არ იციან ქართული ენა, ან მათი ცოდნა მეტად შეზღუდულია. ამიტომ მასობრივი ინფორმაციის ქართულენოვანი საშუალებანი მიუწვდომელია ადგილობრივი მოსახლეობისთვის. უფრო მეტიც: თბილისში ბაზირებულ მასობრივი ინფორმაციის ძირითად საშუალებებს არ ჰყავთ თავიანთი კორესპონდენტები იქ, სადაც ეთნიკური უმცირესობანი ცხოვრობენ. ამის შედეგად,  ცნობები რეგიონიდან უმეტესად მხოლოდ ყურმოკრულს ეყრდნობა და არ ასახავს ადგილობრივ მცხოვრებთა აზრებს; რეგიონის სოციალურ თუ ეკონომიკურ პრობლემებს ძალიან იშვიათად აშუქებს ქართული მასმედია, ამიტომ ქვეყნის მოსახლეობამ ნაკლებად იცის სამცხე-ჯავახეთში არსებული რეალური სიტუაცია.

 

  • Seventy-year-old Zhanna Merdilieva returned to Georgia last year. She was only four when the Muslim population of Southern Georgia was deported.

ყოველივე ეს სომხური მოსახლეობის უკმაყოფილებას იწვევს და ძაბავს ურთიერთობას ეროვნებათა შორის. ადგილობრივ  ქართველ და სომეხ თემთა შორის კონტაქტების ნაკლებობა, პრესის უყურადღებობით გამოწვეული ხშირი უპასუხისმგებლობა ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან, ინფორმაციის უქონლობა ქვეყანაში მომხდარი პოლიტიკური და სოციალური პროცესების შესახებ ხელს უწყობენ საზოგადოებაში გარიყულობის გრძნობის გაღრმავებას, განსაკუთრებით ეს ეხება სომეხ მოსახლეობას.

რეგიონალიზმის გადაუწყვეტელ პრობლემათა ფონზე რეგიონული პოლიტიკის გამჭირვალეობის მნიშვნელოვანი დეფიციტი და ადგილობრივი ადმინისტრაციის სისუსტეები შესაძლოა, რეგიონში დაგროვილი მრავალი პრობლემის გამწვავების მკვებავ ნიადაგად  და კატალიზატორად იქცეს.

ვიმედოვნებთ, რომ ჟურნალისტური მისია შეძლებს შეამციროს ინფორმაციული ვაკუუმი ამ რეგიონში.


მისიის მონაწილეები

მაია წიკლაური, ჟურნალი “ლიბერალი”
მალხაზ ჭკადუა, სააგენტო “ინტერპრესნიუსი”
მაგდა ლეკიაშვილი, გაზეთი “24 საათი”
დავით ყანჩაშვილი, “ნეტგაზეთი”
ეკა ბასილაია, გაზეთი “რეზონანსი”
ნინო მიქიაშვილი, სააგენტო Presa.ge


GO Group Media
© Copyright 2010 GO Group Media