მიწები, განათლება, რელიგია

ქვემო ქართლის უსამართლობა

ირველი ჟურნალისტური ექსპედიციის ადგილი ქვემო ქართლის რეგიონის აზერბაიჯანული სოფლები იყო. ეს იყო ოქტომბერში მოსავლის აღების ცხარე ჟამს. ეროვნული გაზეთების, რადიოსადგურებისა და ტელეარხების რვა ჟურნალისტი და მეცხრე მონაწილე, სამცხე-ჯავახეთის რეგიონული გაზეთის, “სამხრეთის კარიბჭის” მთავარი რედაქტორი – ორი დღის განმავლობაში ხვდებოდნენ აზერბაიჯანულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, ჟურნალისტებსა და ადგილობრივ მოსახლეობას და ცდილობდნენ გარკვეულიყვნენ, რა ხდება ამ რეგიონში, რა პრობლემები და რისი მოლოდინი აქვს აზერბაიჯანულ თემს, რომელიც ქვეყანაში ქართველების შემდეგ ყველაზე დიდი ეთნიკური ჯგუფია და, რომელიც ამ რეგიონში უმრავლესობას წარმოადგენს.

თავი წამოყო რამდენიმე შემაშფოთებელმა ნიშანმა. ესენია: აზერბაიჯანული მოსახლეობის ცნობიერების დაბალი დონე საქართველოში მიმდინარე სოციალური და პოლიტიკური პროცესების შესახებ და შესაბამისად, ამ პროცესებში ჩართვის მცირე მაჩვენებელი. ასევე დაბალია ადგილობრივი მოსახლეობის ნდობაც მთავრობისადმი. უპირველეს პრობლემად მიწების უსამართლო განაწილება დასახელდა. აზერბაიჯანული ეროვნების მოსახლეობა და არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენელნი უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ ადგილობრივ და სამთავრობო თანამდებობებზე დანიშვნის არსებული პრაქტიკის მიმართ. ასევე ასახელებდნენ რელიგიური ნიშნით გამოწვეული დისკრიმინაციის მაგალითებს. ჟურნალისტებს საშუალება მიეცათ, თავად განეხილათ აზერბაიჯანელთა სოფელ ტალავერში (რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა ძველ სახელს, ფახრალოს უწოდებს) მეჩეთის ირგვლივ მომხდარი სკანდალური სიტუაცია.

  • “During the seventy years of the Soviet rule the mosque didn’t perform its functions; it was used as a warehouse. Last year we decided to restore and extend our mosque”, the initiator of the restoration, Valida Khalilova said.

განხილვის თემა იყო, ასევე, აზერბაიჯანელ ბავშვთა მიმართ უსამართლო დამოკიდებულება სკოლებში და რეგიონში არსებული განათლების უდაბლესი დონე; სამაგიეროდ, აღინიშნა უმუშევრობის მაღალი დონე. ყველაფერ ამას ერთვის არასასურველი სოციალური და პოლიტიკური სიტუაცია, რომელიც სიღარიბესთან და სოციალური ინფრასტრუქტურის რღვევასთან ერთად ფართოდაა გავრცელებული მთელს საქართველოში. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორი კეთილი ნიადაგია კინფლიქტისთვის და შეუძლია სერიოზული უთანხმოების გამოწვევა, თუკი მას პოლიტიკური და ეკონომიკური პრობლემებიც დაერთვება. ამიტომ მთავრობა ვალდებულია, სასწრაფოდ იღოს ყურად რეგიონის პრობლემები და გადამწყვეტი ნაბიჯი გადადგას მათ მოსაგვარებლად. საერთაშირისო გაერთიანებამ და ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმაც ამ მხრივ უფრო დიდი აქტიურობა უნდა გამოიჩინონ.

ჩვენი მისიის შედეგად რამდენიმე ვრცელი მასალა გამოქვეყნდა მას მედიის სხვადასხვა საშუალებებში. ყველა მასალის მოწმობა შეგიძლიათ იხილოთ ამ გვერდის მაჯვენა მხარეს.ჩვენ მოხარული ვართ ავღნიშნოთ, რომ მისიის ერთ–ერთმა მონაწილემ მალხაზ ჭკადუამ სახალხო დამცველის მიერ ორგანიზებული კონკურსის გამარჯვებულებს შორის დასახელდა. მისმა სტატიამ “ქართული აზერბაიჯანი” საპრიზო მესამე ადგილი დაიკავა.

გოუ ჯგუფი განსაკუთრებულ მადლობას უხდის მარნეულის არასამთავრობო ორგანიაცია ”დათმენას” ამ ჟურნალისტური მისიის მოწყობის ორგანიზებისთვის.


მისიის მონაწილეები:

ხათუნა კაციტაძე, კავკასიის ინტერნეტ მედია ჯგუფი
დადუ დვალი, კავკასიის ინტერნეტ მედია ჯგუფი
მაია წიკლაური, ჯურნალი “ლიბერალი”
მალხაზ ჭკადუა, სააგენტო „ინტერპრესნიუსი“
დავით ყანჩაშვილი, netgazeti.ge
ირინა კვანჭახაძე, რადიო „ჯიპა“
ნინო ნარიმანიშვილი, გაზეთი „სამხრეთის კარიბჭე“
მაია შამანაური, რადიო “ჯიპა”
ლევან ახალაია “რადიო “მწვანე ტალღა”

GO Group Media
© Copyright 2010 GO Group Media