ქალაქი წარმოსახვაში

ლაზიკა:

ამ ქალაქის შესახებ არსებული ყველა ჩანაფიქრი მხოლოდ ჩინოვნიკთა წარმოსახვაში არსებობს, მიუხედავად იმისა, რომ უკვე დაწყებულია ლაზიკის მშენებლობა. სიდიდით მეორე ქალაქს საქართველოში, რომელმაც თავისი სილამაზით, ფუნქციურობითა და საკუთარი ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკით უნდა გააოგნოს მსოფლიო, დღეისთვის არც გეგმა, არც სახარჯო ნუსხა და არც ეკოლოგიური ექსპერტიზა გააჩნია.

იუსტიციის სამინისტრო, რომელიც რატომღაც კურირებს ლაზიკის მშენებლობას, ამაყად გვპირდება, რომ სულ მალე, ორ წელიწადში დაასახლებს ახალ ქალაქს. იგივე სამინისტრო არ უარყოფს, რომ ჯერ ჯიდევ არ არის მკვეთრად გამოკვეთილი, როგორი იქნება ახალი ქალაქი და, რომ ამის გარკვევას სულ ცოტა შემოდგომადე, ალბათ, ვერც შესძლებენ. შემოდგომაზე შედგება სპეციალური კონფერენცია ინვესტორთათვის, რომლებიც ლაზიკის მშენებლობით არიან დაინტერესებულნი…

ქალაქის მშენებლობა იგეგმება ტერიტორიაზე, რომელიც მოიცავს კოლხეთის ეროვნული პარკის ნაწილს და რომელსაც რამსარის კონვენცია იცავს. ამან კი გამოიწვია ჟურნალისთა დაინტერესება ეკოლოგიური ასპექტით. პროგნოზი ზოგიერთი ეკოლოგისა, რომელთაც შეხვდნენ ექსპედიციის წევრები, აშკარად საგანგაშო იყო: ქალაქი თუ აშენდება, ზღვა დაფარავს ხმელეთის დიდ ნაწილს და ქუთაისამდე მიაღწევს.  თუმცა ჟურნალისტები დარწმუნდნენ, რომ ექსპერტები ნაწილობრივ აზვიადებნენ ფაქტებს, მაგალითად, ექსპედიციამ გაარკვია, რომ განახლებულ კურორტ ანაკლიაში აშენებულ სასტუმროებში უკვე იღებენ სტუმრებს ყოველგვარი ხილული გართულებების გარეშე (თბილისში გვეუბნებოდნენ, რომ სასტუმროთა სარდაფებში წყალი დგას). ჟურნალისტები დიდ დროს უთმობდნენ ადგილობრივ მცხოვრებლებთან ურთიერთობას.

გამოუცდელ ადამიანს ერთი შეხედვით შეიძლება მოსჩვენებოდა, რომ ანაკლიის მთელი მოსახლეობა ორ ნაწილად იყოფა: კმაყოფილებად და ძალიან კმაყოფილოებად. ახლოდან დაკვირვების შემდეგ კი ცხადი ხდებოდა, რომ ხალხს, უბრალოდ, ეშინოდა, პრესასთან გულახდილობის გამო უსიამოვნება არ შეხვედროდა. ანაკლიის ბევრი მოსახლე იძულებული გახდა, დაეთმო თავისი მიწის ნაწილი სახელმწიფოსთვის.

ადგილობრივიც და ცენტრალური ხელისუფლებაც არწმუნებდა ჟურნალისტებს, რომ კომპენსაცია აბსოლუტურად ყველამ მიიღო; მაგრამ სამართალდამცავებმა და ადგილობრივმა ჟურნალისტებმა გვიამბეს მთელი რიგი გაუგებრობებისა და დარღვევების შესახებ, რომელთა შედეგადაც დაზარალდნენ მესაკუთრეები.


მისიის მონაწილეები

სამირა აჰმედბეილი, გაზეთი “აზადლიგ”, ბაქო
ალექსანდრე ავანესოვი, სააგენტო “არმინფო”, ერევანი
მარიამ ბეთლემიძე, თავისუფალი ჟურნალისტი, თბილისი
ვადიმ დუბნოვი, სააგენტო “რია–ნოვოსტი”, მოსკოვი
ბექა გომელაური,რადიო “მწვანე ტალღა”, თბილისი
ანი ჰოვასიანი, სააგენტო “ჰექთ”, ერევანი
ნიჟატ მუსტაფაევი, სააგენტო “აპა”, ბაქო
ნინო ნარიმანიშვილი, გაზეთი “სამხრეთის კარიბჭე”, ახალციხე
ჟანა ულიანოვა, “გაზეტა.რუ”, მოსკოვი
ოლესია ვართანიანი, რადიო “ეხო კავკაზა”, თბილისი


GO Group Media
© Copyright 2011 GO Group Media