სახიფათო ცვლილებები

აჭარა: დაძაბულობა მუსლიმებსა და მართლმადიდებლებს შორის

ექსპედიციის ჩატარების მიზეზი მართლმადიდებელ ქრისტიანებსა და მუსლიმებს შორის რელიგიურ ნიადაგზე დაწყებული დაპირისპირებაა, რომელიც ერთდროულად, საქართველოს რამდენიმე რეგიონში 2013 წლის ზაფხულში დაიწყო.

კავკასიის სხვადასხვა რეგიონის წამყვანი მედია-საშუალებების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ იმ რეგიონებში, სადაც ბოლო პერიოდში ქრისტიანებსა და მუსლიმებს შორის ურთიერთობა განსკუთრებით დაძაბულია, კერძოდ – აჭარასა და მესხეთში, ადიგენის რაიონში.

რამდენიმე დღის განმავლობაში, ჟურნალისტები ხელისუფლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და ადგილობრივ მცხოვრებლებს ხვდებოდნენ. მრავალრიცხოვანი შეხვედრების შედეგად ჟურნალისტებმა ბევრი მანამდე უცნობი ფაქტები შეიტყვეს და სხვადასხვა შეფასებები მოისმინეს. როგორც აჭარაში მცხოვრები მუსლიმები აცხადებენ, რეგიონში ადგილი აქვს ძალადობასა და რეალური პროცესების გაყალბებას. კერძოდ კი, უკმაყოფილებას გამოხატავენ ქართულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ადგილობრივი მუსლიმები ინათლებიან ქრისტიანებად. ამ ინფორმაციას აჭარის მუსლიმური საზოგადოება ეძახის ტყუილს და მოითხოვს, ამ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით ღია დიალოგის გამართვას. ერთერთი მთავარი მიზეზი, რამაც აჭარაში მცხოვრებ ქრისიტანებსა და მუსლიმებს შორის კამათი გამოიწვია – ახალი მეჩეთის მშენებლობაა. ადგილობრივი მუსლიმები ამბობენ, რომ ბათუმის მეჩეთი იმდენად პატარა არის, რომ მომლოცველების ნაწილს ზოგჯერ ქუჩაში უწევს ლოცვა. თავის მხრივ, მართლმადიდებელი ქრისტიანები აცხადებენ, რომ ისინი არ დაუშვებენ რეგიონში ახალი მეჩეთის მშენებლობას, ისინი ასევე, თურქეთის პოლიტიკური და რელიგიური გავლენის გაძლიერებაზეც საუბრობენ.

ჟურნალისტთა ჯგუფი აჭარიდან ადიგენის რაიონში, სოფელ ჭელაში გაემგზავრა, სადაც მეჩეთის მინარეთის დემონტაჟის გამო სიტუაცია მუსლიმებსა და ქრისტიანებს შორის დღემდე უკიდურესად დაძაბულია. შეიარაღებულმა პოლიციელებმა ძალის გამოყენებით მოახდინეს მინარეთის დემონტაჟი, რასაც პოლიციელებსა და მოსახლეობას შორის ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. მუსლიმების თქმით, ბევრი მათგანი სასტიკად იყო ნაცემი. რამდენიმე სოფლის მკვიდრის წინააღმდეგ კი აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.

მუსლიმური საზოგადოება თვლის, რომ მათ რელიგიის გამო დევნიან და ავიწროებენ. მართლმადიდებლური საზოგადოება აცხადებს, რომ ისინი ყველაფერს მოიმოქმედებენ იმისათვის, რომ არ დაუშვან რეგიონში მინარეთის არსებობა.

ქვემო ქართლში მცხოვრებმა მუსლიმებაც აღნიშნეს, რომ მათი ურთიერთობა თანასოფლელ მართლმადიდებელ ქრისტიანებთან ბოლო დროს დაძაბულია. ორივე რეგიონში მცხოვრებმა მუსლიმებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ სიტუაცია უკიდურესად დაძაბულია. რეგიონებში, სადაც ორი სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენელი ცხოვრობს, კანონს უმრავლესობა ადგენს და არა მართლმსაჯულება. მიუხედავად იმისა, რომ აჭარასა და სამცხე-ჯავახეთში მცხოვრებ მართლმადიდებელ და მუსლიმ საზოგადოებებს შორის ურთიერთობა უკიდურესად დაძაბულია, არც ხელისუფლება და არც ადგილობრივ ხელმძღვანელობა არაფერი აკეთებს იმისათვის, რომ გაერკვნენ, საღად შეაფასონ არსებული სიტუაცია და სათანადო ზომები მიიღონ, რათა შეწყდეს მოვლენების ნეგატიურად განვითარება.

ამ დრომდე, არანაირი სახის სერიოზული კვლევა არ ჩატარებულა, და არც კრიმინალური ინციდენტები გამოძიებულა. ზოგიერთი ექსპერტის თქმით, დაფისქსირებულია შემთხვევები, როდესაც ადგილობრივი მმართველობა თავად უყწობს ხელს დაპირისპირების გაღვივებას. ბოლო დროს საქართველოში განვითარებულმა ანტი-მუსლიმურმა მოვლენებმა და ხელისუფლებისა და პოლიციის მხრიდან არაადეკვატურმა რეაქციეაბმა შესაძლოა, სავალალო მდგომარეობამდე მიგვიყვანოს.

ექსპედიციის შედეგად გადაღებულ მოკლე ვიდეორგოლს შეგიძლიათ გაეცნოთ აქ

 

ექსპედიციის მონაწილეები

იდრაკ აბასოვი – გაზეთი “ბიზიმ იოლ”, ბაქო
ანი არეშიძე – რადიო “მწვანე ტალღა”, თბილისი
ედიტა ბადასიანი – ონლაინ გამოცემა “კავკაზსკი უზელ”, თბილისი
ნინო ედილაშვილი – გაზეთი”Georgia Today”, თბილისი
ანა მურადიანი – სააგენტო “Hetq.am”, ერევანი
მარი ნიკურაძე – ონლაინ გამოცემა”ftwatch”, თბილისი
მუბარიზ რაჰიმლი – სააგენტო “ტურანი”, ბაქო
დავიდ სტეპანიანი – სააგენტო”არმინფო”, ერევანი

 

ექსპედიციის მონაწილეების პუბლიკაციები:

ჭელას მოვლენებით კავკასიური მედია დაინტერესდა – მეცხრე არხი, ახალციხე

რელიგიურ ნიადაგზე დაწყებული დაძაბულობის შესასწავლად ჟურნალისტური ექსპედიცია მოეწყო – გაზეთი “სამხრეთის კარიბჭე”, ახალციხე

რელიგია, საზოგადოება და სახელმწიფო აჭარის ტელევიზია, ბათუმი

Azərbaycan və Türkiyədən imdad diləyən acarlar – გაზეთი ბიზიმ იოლ, ბაქო

Yeni təlatümlər ərəfəsində olan Gürcüstanგაზეთი ბიზიმ იოლ, ბაქო

Bakı-Tbilisi qatarında biabırçılıq – გაზეთი ბიზიმ იოლ, ბაქო

Chela village residents have different opinions about minaret restoration – “კავკასკი უზელი”, თბილისი

 


GO Group Media
© Copyright 2013 GO Group Media