ალტერნატივა აღარ არის

რეგიონი იცვლება:

ომეხი პოლიტოლოგები და ჟურნალისტები საკუთარ პესიმიზმს არ მალავენ: ევრაზიის ეკონომიკურ კავშირთან შეერთებისას სომხეთი, ადრე თუ გვიან, სუვერენიტეტსაც დაკარგავს. და ამიტომ ყველაზე მეტად გასაკვირია ის,რომ დამოუკიდებლობის დაკარგვა ასეთ ჩვეულებრივ, მოსაწყენ ფონზე მიმდინარეობს. მამგალითად, ხელშეკრულების რატიფიცირებისთვის სომხეთის პარლამენტში პარლამენტარების მხოლოდ 40 პროცენტი გამოცხადდა და ისტორიული საპარლამენტო სესიაც წყნარად ჩაიარა, ხოლო საპროტესტო აქცია, რომელიც პარლამენტის შემომსასვლელში მიმდინარეობდა, ამ განწორილობას მხოლოდ ხაზი გაუსვა: მიტინგზე ათი-თხუთმეტი ადამიანი თუ შეიკრიბა.

რუსეთთან კავშირის გარდაუვლობაზე საუბრისას სომხეთში რამდენიმე არგუმენტს ასახელებენ, და პირველ რიგში უშიშრეობას, რომელსაც რუსეთი უზრუნველყოფს.

“წარმოვიდგინოთ, რომ აზერბაიჯანი რაიიმე სამხედრო მოქმედებას დაიწყებს, ხოლო რუსეთი უმოქმედოდ დარჩება”, – აღვამ ვართანიანის, ფრაქცია „სომხეთის რევოლუციური პარტია-დაშნაქ ციუტიუნის“ მდივნის თქმით, მან ევროპელ კოლეგებს კავშირის აუცილებლობის ახსნა სწორედ ამ სიტყვებით შეძლო.

მეორე არგუმენტია სომხეთის ეკონომიკა, რომელიც, ერთ-ერთი ანალიტიკოსის აზრით „რუსეთში მდებარეობს“. ამ თემაზე საუბრისას ხშირად ახსენებენ სომხეთის მოქალაქეებს, რომლებიც რუსეთში მუშაობენ – საუბარია დაახლოებით 1 მილიონ ადამიანზე. ასევე ინვესტიციებს, რომელიც სომხური წარმოშობის გავლენიანი ბიზნესმენები ახორციელებენ. რა თქმა უნდა, გაზის შეღავათიან ტარიფებსაც – ერთი სიტყვით, კლასიკად ქცეულ კოლექციას, რომელიც მთელი რეგიონი უკვე კარგად იცნობს.

მაგრამ კავშირის ეფექტურობა ბევრისითვის სადავოა.

კავშირის მომხრეებიც ვერ ასახელებენ, რა სარგებელს მოუტანს იგი სომხეთს. აქ საუბარია მხოლოდ იძულებაზე, – ამბობს სტეპან საფარიანი, პოლიტოლოგი, საერთაშორისო ურთიერთობებისა და უშიშროების ინსტიტუტის ხემძღვანელი, – და მე ვფიქრობ, რომ რუსეთის პოლიტიკური გავლენა სომხეთში ეფექტური ვერ იქნენბა.

“არ ვიცი, იარსებებს თუ არა ევრაზიის კავშირი 10 წელიწადში”, – ამბობს ალექსანდრე ისკანდარიანი, პოლიტოლოგი, კავკასიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, – პირველ რიგში იმის გამო, რომ სომხეთი თავდაპირველად არც განიხილებოდა ამ კავშრის წევრად, რადგან იგი რუსეთისთვის რეალურ ეკონომიკურ ინტერესს არ წარმოადგენს.


ექსპედიციის მონაწილეები

დიმიტრი ავალიანი, ტელეკომპანია “ტაბულა”, თბილისი
იზიდა ჭანია, გაზეთი “ნუჟნაია გაზეტა”, სოხუმი
მალხაზ გაგუა, გაზეთი “რეზონანსი”, თბილისი
ირინა ქელეხსაევა, რადიო “ეხო კავკაზა”, ცხინვალი
მარი ნიკურაძე,ონლაინ გამოცემა”ftwatch”, თბილისი
თეა თოფურია, რადიო “თავისუფლება”, თბილისი


GO Group Media
© Copyright 2016 GO Group Media