“ეს მოხდა ახალ წელს…” – ჯემნიუსმა ფოტოკონკურსი გამოაცხადა

ჯემნიუსმა გამოაცხადა კონკურსი საუკეთესო საახალწლო ფოტოს გამოსავლენად. მასში მონაწილეობის მსურველებმა საკონკურსოდ ერთი ფოტო უნდა წარადგინონ თემაზე “ეს მოხდა ახალ წელს…”

დეკემბერი განსაკუთრებული თვეა. წელიწადის არც ერთ სხვა დროს ადამიანი ამდენს არ ფიქრობს საკუათარ შეცდომებზე, და არ აწყობს სამომავლო გეგმებს, როგორც ახალი წლის წინა დღეებში. ჯადოსნურ საახალწლო ისტორიად შეიძლება იქცეს გამყიდველის სურათი, რომელიც თავის პატარა, იაფფასიანი გირლანდებით მორთულ მაღაზიას კეტავს. JAMnews-ში მოხარულები ვიქნებით, თუკი ისეთი ფოტოებსა და მოკლე ისტორიებს გამოგვიგზავნით, სადაც ის იმედგაცრუებები და იმედები იქნებ აღწერილი , რომლითაც თითქოს მთელი ჰაერი სავსეა წინასაახალწლოდ.

– ფოტოები შეიძლება გადაიღოთ როგორც პროფესიონალური, ისე სამოყვარულო კამერითა და მობილური ტელეფონით.

– ფოტოები ისტორიებთან ერთად გამოგვიგზავნეთ ჯემნიუსის Facebook-ის გვერდზე შეტყობინებების სახით. მოგვწერეთ ფოტოს ავტორის ვინაობაც.

– ფოტოების გამოგზავნა შეგიძლიათ 2016 წლის 30 დეკემბრამდე. გამარჯვებული კი გამოვლინდება 13 იანვარს.

კონკურსის წესების მიხედვით პირველ ადგილზე გასულ ფოტოს დაასახელებს სპეციალური ჟიური, მეორე ადგილოსანს კი შეარჩევენ Facebook-ის მომხმარებლები. გაიმარჯვებს ფოტო, რომელსაც ყველაზე მეტი მოწონება ექნება.

პირველ ადგილზე გასული ფოტოს ავტორს საჩუქრად გადაეცემა პლანშეტი. მეორე ადგილზე გასულ მონაწილეს კი – ფულადი ვაუჩერი ტექნიკის მაღაზიაში.


GO Group Media
© Copyright 2016 GO Group Media