გოუ ჯგუფი ქალთა უფლებების კვირეულში ჩაერთო

7 მარტს ქალთა უფლებების კვირეულის ფარგლებში გოუ ჯგუფის ფილმი “გოგოები ცვლიან ყველაფერს” უჩვენეს. ფილმი გენდერული თანასწორობის შესახებ არის გადაღებული და სამეგრელოდან, სამცხე-ჯავახეთიდან, ქვემო და შიდა ქართლიდან რამდენიმე გოგონას ისტორიას მოგვითხრობს.

ფილმების ფესტივალი “როზადან სიმონამდე” ამ ფორმატში უკვე მეოთხე წელია მიმდინარეობს. წარმოდგენილ ფილმებს ერთი საერთო აქვთ – ქალები, რომლებიც იბრძვიან და ცვლიან არა მხოლოდ საკუთარ, არამედ სხვების ცხოვრებასაც და მნიშვნელოვანი სოციალური, თუ კულტურული ცვლილებების აქტორები ხდებიან.

ფესტივალის ფარგლებში გოუ ჯგუფის ფილმთან ერთად უჩვენეს ქართველი რეჟისორების მიერ შექმნილი ფილმები„ქედელი“ (რეჟისორი ლიანა ჯაყელი, „სტუდიო მობილი – აქცენტი მოძრაობაზე“ (SMAA)) და „ეხლა რა ხდება“ (რეჟისორი ანუნა ბუკია), ასევე ფესტივალის ფრაგლებში შედგა ფრანგი რეჟისორის, პოლა რაპპაპორტის მიერ 2005 წელს გადაღებული ფილმი “ო-ს მწერალი” პრემიერა საქართველოში.

პროექტი ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის ორგანიზებით გაიმართა.

 


GO Group Media
© Copyright 2017 GO Group Media