ფინანსური მხარდაჭერა

ფინანსური მხარდაჭერა

ბრიტანეთის საელჩოს კონფლიქტის ფონდი

2010 წლის მაისიდან პროექტის ფინანსურ მხარდაჭერას თბილისში ბრიტანეთის საელჩოს კონფლიქტის ფონდი ახორციელებს


ნდობის აღდგენისა და ადრეული რეაგირების მექანიზმი (COBERM)

COBERM (Confidence Building Early Response Mechanism) ადრეული რეაგირების მექანიზმია, რომლის მიზანია კონფლიქტების მშვიდობიანი გადაწყვეტა. ამ მიზნით იგი მხარს უჭერს კონფლიქტურ მხარეებს შორის ნდობის აღდგენისკენ მიმართულ კონკრეტულ ინიციატივებს. COBERM-ს აფინანსებს ევროკავშირი და ადმინისრირებას უწევს გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP)


ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში

2010 წლის აგვისტოდან გოუ ჯგუფმა დაფინანსება საქართველოში აშშ-ის საელჩოს დემოკრატიის განვითარების მცირე საგრანტო პროგრამიდან მოიპოვა.


ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი

სამხრეთ კავკასიაში ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი აღიარებული ლიდერია გრანტების მართვისა და პროგრამების ადმინისტრირების სფეროში. ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი შედგება სამი ადგილობრივი ოფისისგან საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში, რომელთაც გააჩნიათ 13 წლიანი გამოცდილება ტიპიური სამოქალაქო საზოგადოების განვითარების სფეროში.


ფინური მედიის განვითარებისა და კომუნიკაციის ფონდი

ფინური მედიის, განვითარებისა და კომუნიკაციის ფონდი, ცნობილი როგორც VIKES, თავისი ფინური სახელწოდების აბრევიატურის მიხედვით, წარმოადგენს ფონდს, რომლის მიზანია სიტყვის თავისუფლების და პლურალიზმის განვითარება, როგორც საფუძველი დემოკრატიისა და სოციალური პროგრესის. VIKES შექმნილი იქნა ფინეთის ჟურნალისტების კავშირის ინიციატივით და აერთიანებს ქვეყნის ჟურნალისტიკის წარმომადგენლებს.


თავისუფალი პრესა საზღვრებს გარეშე

ჰოლანდიური მედია ორგანიზაცია “Free Press Unlimited” სტუდია “თვითმხილველს” 2010 წლის იანვრიდან აფინანსებს.


შერიგების რესურსები

გოუ ჯგუფი თანამშრომლობს ბრიტანულ დამოუკიდებელ არასამთავრობო ორგანიზაცია “შერიგების რესურსებთან”. ამჟამად გოუ ჯგუფი “შერიგების რესურსებისა” და Saferworld-ისგან ფინანსურ მხარდამჭერას იღებს ერთობლივი პროექტის ფარგლებში, რომელიც კონფლიქტებისა და მისი ტრანსფორმაციის აღკვეთას ეხება. ერთობლივი პროექტი ევროკავშირის დაფინასებით ხორციელდება


ფონდი ღია საზოგადოება-საქართველო

სტუდია “თვითმხილველისათვის” აღჭურვილობისა და ვიდეოკამერების ნაწილის შეძენა “ფონდი ღია საზოგადოება–საქართველო”–ს ფინანსური დახმარებით მოხერხდა.


ტრავმისა და ჟურნალისტიკის საერთაშორისო ორგანიზაცია

ტრავმისა და ჟურნალისტიკის საერთაშორისო ორგანიზაციამ “დარტ ცენტრმა” სტუდია “თვითმხილველისთვის” აუცილებელი აღჭურვილობის ნაწილი შეიძინა.


GO Group Media
© Copyright 2016 GO Group Media