CAC სკოლა

მედია სკოლა CAC-ის შესახებ

კავკასიის ავტორთა კურსი, CAC სკოლა, არის ჟურნალისტიკის უნიკალური სკოლა, რომელიც, ერთად კრებს ჟურნალისტებს კავკასიიდან, მათ შორის კონფლიქტური ადგილებიდან.

ახალგაზრდა მედია პროფესიონალებს, მათ შორის კონფლიქტური საზოგადოებებიდან ეძლევათ შანსი გაიცნონ და დაუახლოვდნენ ერთმანეთს.

სკოლაში კავკასიის მრავალფეროვანი რეგიონი არა მხოლოდ CAC-სკოლის სტუდენტების სახითაა წარმოდგენილი, არამედ მასწავლებლების მხრივაც.

ინტენსიური კურსი, რომელიც ეხმარება ახალგაზრდა ჟურნალისტებს, იქცნენ რეალურ პროფესიონალებად, მათგან სამსახურის მიტოვებას არ ითხოვს – ტრენინგების ყველაზე მთავარი ნაწილი ონლაინ სრულდება, რაც დასაქმებული სტუდენტებისთვის მოსახერხებელია.

ონლაინ ტრენინგების ალტერნატივაა პირისპირ ლექციები, რაც ყველა კავკასიური რეგიონის წარმომადგენლებისათვის ნეიტრალურ ტერიტორიაზე ტარდება. ლექციები ისეა დაგეგმილი, რომ მასწავლებელი სტუდენტებთან 3-4 დღის განმავლობაში მუშაობს.

“მხოლოდ მე კი არ განვვითარდი პროფესიულად, ჩემი მსოფლმხედველობაც შეიცვალა!”

— იბრაგიმ ჩოჩიები, 2014 წლის კურსი, ცხინვალიდან

სასწავლო კურსი და მოდულები

კურსი დაფუძნებულია 3 მთავარი მოდულზე:

–       კრეატიული წერა / საგამოძიებო ჟურნალისტიკა

–       კონფლიქტის ანალიზი / რეპორტინგი

–       ფოტოგრაფია / მულტიმედია

–       ვიდეო / სატელევიზიო / დოკუმენტური წარმოება

სკოლა შექმნილია აქტიური პროფესიონალი ჟურნალისტებისთვის, რომლებმაც უნდა განიმტკიცონ თანამედროვე ჟანრებისა და ჟურნალისტური ეთიკის, საერთაშორისო მედიის ფუნდამენტური ღირებულებები. მნიშვნელოვანი საკითხები არ არის კონცენტრირებული რომელიმე ერთ მოდულში, არამედ მათზე მთელი კურსის განმავლობაში გამახვილებულია ყურადღება.

მასწავლებლები

CAC სკოლის მასწავლებლები – გამოცდილი ჟურნალისტები და პროფესიონალები არიან, რომლებიც კავკასიის რეგიონში სხვადასხვა მედიაში მუშაობენ. ისინი სტუდენტებს ასწავლიან შემოქმედებით წერას, საგამოძიებო როპორტინგს, კონფლიქტების ანალიზს, ფოტო ჟურნალისტიკას და დოკუმენტურ ფილმებზე მუშაობას.


GO Group Media
© Copyright 2016 GO Group Media