გოუ ჯგუფი ქალთა უფლებების კვირეულში ჩაერთო
7 მარტს ქალთა უფლებების კვირეულის ფარგლებში გოუ ჯგუფის ფილმი “გოგოები ცვლიან ყველაფერს” უჩვენეს. ფილმი გენდერული თანასწორობის შესახებ არის გადაღებული და სამეგრელოდან, სამცხე-ჯავახეთიდან, ქვემო და შიდა ქართლიდან რამდენიმე გოგონას ისტორიას მოგვითხრობს.
ფილმების ფესტივალი “როზადან სიმონამდე” ამ ფორმატში უკვე მეოთხე წელია მიმდინარეობს. წარმოდგენილ ფილმებს ერთი საერთო აქვთ – ქალები, რომლებიც იბრძვიან და ცვლიან არა მხოლოდ საკუთარ, არამედ სხვების ცხოვრებასაც და მნიშვნელოვანი სოციალური, თუ კულტურული ცვლილებების აქტორები ხდებიან.
ფესტივალის ფარგლებში გოუ ჯგუფის ფილმთან ერთად უჩვენეს ქართველი რეჟისორების მიერ შექმნილი ფილმები„ქედელი“ [რეჟისორი ლიანა ჯაყელი, „სტუდიო მობილი – აქცენტი მოძრაობაზე“ (SMAA)] და „ეხლა რა ხდება“ (რეჟისორი ანუნა ბუკია), ასევე ფესტივალის ფრაგლებში შედგა ფრანგი რეჟისორის, პოლა რაპპაპორტის მიერ 2005 წელს გადაღებული ფილმი “ო-ს მწერალი” პრემიერა საქართველოში.
პროექტი ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის ორგანიზებით გაიმართა.