— იბრაგიმ ჩოჩიები, 2014 წლის კურსი, ცხინვალიდან
კავკასიის ავტორთა კურსი
კავკასიის ავტორთა კურსი, CAC სკოლა, არის ჟურნალისტიკის უნიკალური სკოლა, რომელიც, ერთად კრებს ჟურნალისტებს კავკასიიდან, მათ შორის კონფლიქტური ადგილებიდან.
ახალგაზრდა მედია პროფესიონალებს, მათ შორის კონფლიქტური საზოგადოებებიდან ეძლევათ შანსი გაიცნონ და დაუახლოვდნენ ერთმანეთს.
სკოლაში კავკასიის მრავალფეროვანი რეგიონი არა მხოლოდ CAC-სკოლის სტუდენტების სახითაა წარმოდგენილი, არამედ მასწავლებლების მხრივაც.
ინტენსიური კურსი, რომელიც ეხმარება ახალგაზრდა ჟურნალისტებს, იქცნენ რეალურ პროფესიონალებად, მათგან სამსახურის მიტოვებას არ ითხოვს – ტრენინგების ყველაზე მთავარი ნაწილი ონლაინ სრულდება, რაც დასაქმებული სტუდენტებისთვის მოსახერხებელია.
ონლაინ ტრენინგების ალტერნატივაა პირისპირ ლექციები, რაც ყველა კავკასიური რეგიონის წარმომადგენლებისათვის ნეიტრალურ ტერიტორიაზე ტარდება. ლექციები ისეა დაგეგმილი, რომ მასწავლებელი სტუდენტებთან 3-4 დღის განმავლობაში მუშაობს.
“მხოლოდ მე კი არ განვვითარდი პროფესიულად, ჩემი მსოფლმხედველობაც შეიცვალა!”
სასწავლო კურსი და მოდულები
კურსი დაფუძნებულია 3 მთავარი მოდულზე:
– კრეატიული წერა / საგამოძიებო ჟურნალისტიკა
– კონფლიქტის ანალიზი / რეპორტინგი
– ფოტოგრაფია / მულტიმედია
– ვიდეო / სატელევიზიო / დოკუმენტური წარმოება
სკოლა შექმნილია აქტიური პროფესიონალი ჟურნალისტებისთვის, რომლებმაც უნდა განიმტკიცონ თანამედროვე ჟანრებისა და ჟურნალისტური ეთიკის, საერთაშორისო მედიის ფუნდამენტური ღირებულებები. მნიშვნელოვანი საკითხები არ არის კონცენტრირებული რომელიმე ერთ მოდულში, არამედ მათზე მთელი კურსის განმავლობაში გამახვილებულია ყურადღება.
CAC სკოლის მომავალი სტუდენტები საკმაოდ მკაცრი კონკურსის მიხედვით აირჩევიან. ყოველწლიურად კურსში ახალგაზრდა ჟურნალისტები სამხრეთ კავკასიის სხვადასხვა რეგიონიდან მონაწილეობენ.
უპირატესობა ენიჭებათ მონაწილეებს, რომლებიც სამოტივაციო წერილში ნათლად განსაზღვრავენ, რომ – ჟურნალისტიკა არის ის, რასაც თავიანთ მომავალს უკავშირებენ; – ისინი კარიერის დასაწყისში არიან; – ისინი ნამდვილად არიან დაინტერესებული მათი კომპეტენციის განვითარებითა და საერთაშორისო სტანდარტებზე მორგებით; – მათ აქვთ საკმარისი ცოდნა რუსულ ენაში, რათა მოუსმინონ ტრენერებს და კომუნიკაცია დაამყარონ მათთან (შესაძლებელია, რომ აპლიკანტი სხვა ენაზე წერდეს).