ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში ჯემნიუსის ორმა სტატიამ მიიღო
გოუ ჯგუფის პროექტი www.jam-news.net-ი ჟურნალისტიკაში ევროკავშირის 2016 წლის პრიზის ერთერთ გამარჯვებულად დასახელდა. ნინია კაკაბაძის ბლოგმა „სახელმწიფო პატრიოტი ექსტრემისტების მხარდამხარ“ საუკეთესო ონლაინ ბლოგის კატეგორიაში გაიმარჯვა, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ჯილდო მშვიდობის ჟურნალისტიკაში კი გვანცა დოლუაშვილის სტატიას „უწყვეტი კავშირი“ ერგო.
“ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2016” გამარჯვებულები 14 თებერვალს ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ (EUMM) დაასახელეს.
იხილეთ გამარჯვებულების სია:
საუკეთესო სტატია – ნინო ლომაძე, “ინდიგო”.
საუკეთესო აუდიო სიუჟეტი ონლაინ მედიაში – სოფიო ვასაძე, რადიო “ჯიპა”.
საუკეთესო საგამოძიებო სტატია – ნატო გოგელია, “გურიანიუსი”.
საუკეთესო საგამოძიებო სიუჟეტი – ნინო რამიშვილი და გიორგი მგელაძე, სტუდია “მონიტორი”.
საუკეთესო ონლაინ ან ბეჭდური ბლოგი – ნინია კაკაბაძე, “ჯემნიუსი”.
საუკეთესო დოკუმენტური ფოტო – გიორგი ლონდარიძე, “სამხრეთის კარიბჭე”.
EUMM-ის ჯილდო მშვიდობის ჟურნალისტიკაში – გვანცა დოლუაშვილი, “ჯემნიუსი”.
ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში“ 2012 წელს დაარსდა. კონკურსი პროფესიული და ეთიკური ჟურნალისტიკის მხარდაჭერას ისახავს მიზნად. 2016 წლის კონკურსში “ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში” ჟიურიმ 122 განაცხადი განიხილა.