კავკასიის ავტორთა კურსის სტუდენტებს სერთიფიკატები საქართველოში ბრიტანეთის ელჩმა გადასცა

01.01.1970

გოუ ჯგუფმა კავკასიელი ახალგაზრდა ჟურნალისტებისთვის კავკასიის ავტორთა მორიგი კურსი  დაასრულა.

სასწავლო პროცესში, რომელიც 8 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა 12 ახალგაზრდა ჟურნალისტი მონაწილეობდა სამხრეთ კავკასიიდან. მათ შორის იყვნენ სტუდენტები კავკასიის კონფლიქტური ზონებიდან.

კურსის ფარგლებში ახალგაზრდები სწავლობდნენ შემოქმედებით წერას, კონფლიქტების ანალიზს, საგამოძიებო რეპორტინგს, ფოტო ჟურნალისტიკას და დოკუმენტურ ფილმებზე მუშაობას. სწავლება მიმდინარეობდა როგორც რეალურ, ისე ონლაინ რეჟიმში.

კავკასიის ავტორთა კურსის დახურვის ცერემონია ბრიტანეთის საელჩოში გაიმართა, რომელიც პროექტის მთავარი მხარდამჭერია მისი დაარსების დღიდან. კურსდამთავრებიულებს სერტიფიკატები ბრიტანეთის ელჩმა ჯასტინ მაკენზიმ გადასცა.

დაჯილდოების ცერემონიაზე სტუდენტების ნამუშევრების თრეილერები უჩვენეს. ასევე გამოფენილი იყო სტუდენტების ფოტონამუშევრები.

პროექტის კურსდამთავრებულებთან აქტიურად ითანამშრომლებს გოუ ჯგუფის მიერ დაფუძნებული ვებგვერდი ჯემნიუსი (jam-news.net), სადაც სკოლის სტუდენტების  მიერ მომზადებულ ისტორიებს შემოგთავაზებთ.