ჟურნალისტური ექსპედიციები
გოუ ჯგუფი ჟურნალისტურ ექსპედიციებს აწყობს იმ რეგიონებში, რომლებიც კომპაქტურადაა დასხლებული სხვადასხვა ეთნიკური და რელიგიური ჯგუფებით.
ექსპედიციებში ჩვეულებრივ 10-12 ჟურნალისტი მონაწილეობს წამყვანი გაზეთებიდან, ონლაინ გამოცემებიდან, საინფორმაციო სააგენტოებიდან, რადიო და ტელეარხებიდან. ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრებისა და მათი ცხოვრების წესის გაცნობის შემდეგ მედიის წარმომადგენლები საკუთარ აუდიტორიას უყვებიან იმაზე, თუ რა პრობლემები აქვთ სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობებს, რას ფიქრობენ, რისი იმედი აქვთ ადამიანებს, რომლებიც სხვა ენაზე მეტყველებენ, სხვა ტრადიციები აქვთ, თუმცა ამ ქვეყნის მოქალაქეები არიან.
ექსპედიციები საქართველოს მრავალეროვანი საზოგადოებისთვის სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფთა შორის ერთგვარი დამაკავშირებელი არხია, რომელიც ხალხს ეხმარება, გაიცნონ ერთმანეთი და დაძლიონ ის გაუცხოება, რაც ხშირად ინფორმაციის არქონითაა განპირობებული.