სტუდია თვითმხილველი

სტუდია თვითმხილველი კავკასიის სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ ადამიანებს შესაძლებლობას აძლევს დოკუმენტური ფილმების საშალებით სხვებს გაუზიარონ საკუთარი ისტორიები, ხედვა და გამოცდილება.

პროექტში აქამდე მონაწილეობდა სხვადასხვა პროფესიისა და ასაკის ასზე მეტი ადამინი, ბევრი მათგანი კონფლიქტების მიერ ერთმანეთისგან დაშორებულ რეგიონებში ცხოვრობს და მათ მიერ დოკუმენტური ფილმის გადაღება დიალოგის ერთადერთ საშუალებას წარმოადგენს.

ყველა მონაწილემ პრაქტიკული სწავლების შედეგად აითვისა დოკუმენტური ფილმის გადასაღებად და ახალი მედიის ტექნოლოგიების გამოსაყენებლად საჭირო უნარები და ცოდნა.

სტუდია თვითმხილველის ფარგლებში მოქალაქეებმა 400-ზე მეტი დოკუმენტური ფილმი მოამზადეს.

შედეგი ვერ მოიძებნა