2 წელი 13 ივნისის ტრაგედიიდან

01.01.1970

მდინარე ვერეს ხეობაში მომხდარი წყალდიდობიდან 2 წელი გავიდა. JAMnews-ის მიერ 2016 წელს მომზადებულ ფილმში გავიხსენოთ ის ტრაგიკული დღე, რომელმაც 21 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ასობით ადამიანი კი დააზარალა.

2015 წლის 13 ივნისს თბილისში მომხდარმა ტრაგედიამ არა მხოლოდ საქართველო, არამედ მთელი მსოფლიო შეძრა.

შემზარავი სტატისტიკა, რომელიც 13 ივნისის ღამეს მდინარე ვერეს ადიდებას მოჰყვა, ასეთია

21 დაღუპული

2 უგზო უკვლოდ დაკარგული

154 უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახი

800 დაზარალებული

56 მილიონი ლარის ზარალი

წყლისგან წაღებული სახლები და მანქანები, წყალქვეშ მოქცეული ზოოპარკი და მტაცებელი ცხოველები თბილისის ცენტრში.

ქუჩაში, ესტაკადასთან მოსეირნე ბეჰემოტი საერთაშორისო მედიის ფოკუსში მოექცა.

ამ ტრაგედიამ ისიც დაგვანახა, როგორ გაერთიანდა ქართული საზოგადოება დაზარალებულთა დასახმარებლად.