CAC სკოლა ახალგაზრდა ჟურნალისტებს იწვევს

01.01.1970

“გოუ ჯგუფი” აცხადებს მიღებასკავკასიის ავტორთა კურსის“ (CAC სკოლა) 2018 წლის სასწავლო პროგრამაზე. კურსი განკუთვნილია კავკასიის ნებისმიერ რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდა (30 წლამდე) ჟურნალისტებისთვის, რომლებსაც გააჩნიათ გარკვეული გამოცდილება და სურთ გაიღრმაონ პროფესიული ცოდნა და შეიძინონ ახალი პრაქტიკული უნარები.

პროგრამის ფარგლებში ჟურნალისტები შეისწავლიან კინოდოკუმენტალისტიკისა და ფოტოგრაფიის თანამედროვე სტანდარტებსა და პრინციპებს, ასევე გაივლიან კონფლიქტის მედია ანალიზის აკადემიურ კურსს. სტუდენტებს ჩაუტარდებათ ინტენსიური ტრენინგები ონლაინ და რეალურ რეჟიმში.

კანდიდატების შერჩევა მოხდება კონკურსის წესით. შერჩეული სტუდენტები ვალდებულები იქნებიან პროგრამის დასასრულს წარადგინონ სამი საკურსო ნამუშევარი: დოკუმენტური ფილმი, ფოტოისტორია, კონფლიქტის თემაზე მომზადებული ტექსტური მასალა.

კურსის მსვლელობისას სტუდენტები უზრუნველყოფილნი იქნებიან სათანადო აპარატურით (ფოტო და ვიდეოკამერით).

სწავლება მიმდინარეობს რუსულ ენაზე. საკმარისია რუსული ენის საშუალო დონეზე ცოდნა (აპლიკანტს უნდა შეეძლოს რუსულად თავისუფლად საუბარი და კითხვა).

სწავლა უფასოა. სასწავლო პერიოდი 2018 წლის  სექტემბერი – აპრილი. კურსდამთავრებულები მიიღებენ სერთიფიკატს.

პროგრამა ხორციელდება დემოკრატიის მხარდჭერის ნაციონალური ფონდის (NED) დაფინანსებით.

მსურველებმა უნდა გამოგზავნონ სამოტივაციო წერილი, პროფესიული ბიოგრაფია (CV) და ორი სარეკომენდაციო წერილი ელექტრონულ მისამართზე: [email protected]

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2018 წლის 2 აგვისტო.

პროგრამის შესახებ ინფორმაციის მისაღებად გადადით ბმულზე