ჩარაზული დარაბები | გორელოვკა – ჯავახეთის დუხობორები

2010

სამცხე–ჯავახეთის რეგიონი დუხობორების მსხვილ კულტურულ ცენტრად ითვლებოდა, თუმცა ახლა აქ მხოლოდ რამდენიმე ოჯახი ცხოვრობს. გოუ ჯგუფის ექსპედიციის ფარგლებში ჟურნალისტები სწორედ მათი ცხოვრების წესსა და პირობებს გაეცნენ.

ნინოწმინდის რაიონის სოფელ გორელოვკაში 2 ათასამდე დუხობორი ცხოვრობდა, თუმცა მათი რაოდენობა თანდათან 130-მდე შემცირდა. მიზეზი რამდენიმეა, მათ შორის: საბჭოთა კავშირის დაშლა, კოლმეურნეობების გაუქმება და სხვა სოციალური პრობლემები.

დუხობორების დიდი ნაწილი ჯავახეთის სოფლებიდან ეტაპობრივად ჯერ 1980-იან წლებში გადაასახლეს, შემდეგ კი ეს ადგილები მათ 1997 და 2008 წელს დატოვეს.

„საქართველო ქართველებისთვის“ –  სწორედ ეს ლოზუნგი გახდა, ჩვენი რესპონდენტების თქმით, იმის მიზეზი, რომ გორელოვკიდან დუხობორების პირველი ნაკადი წასულიყო. კოლმეურნეობების დაშლა და სოციალური პრობლემები მიგრაციის მეორე და მესამე ტალღების მიზეზად დასახელდა.

დღეს აქ უამრავი მიტოვებული სახლია,  ამ სახლების მოხუცი პატრონები გარდაიცვალნენ, ხოლო მათი შვილები რუსეთსა და უკრაინაში გადასახლდნენ. სახლები ჩარაზული დარაბებით – ეს დღევანდელი გორელოვკის პორტრეტია.

სოფელში დღეს დაახლოებით 30 ახალგაზრდა ადამიანი ცხოვრობს; ჩვენი ერთ–ერთ რესპონდენტის თქმით, ახალგაზრდების უმრავლესობა მამაკაცია და ეს ერთ–ერთი მიზეზია იმისა, რომ ახალი ოჯახები იშვიათად იქმნება.

 

დიანა პეტრიაშვილის ფოტოები:

მისიის მონაწილეები:

ლევან ჟორჟოლიანი, მედია.გე
მალხაზ ჭკადუა, ჟურნალი “ლიბერალი”
ნანა ტაბატაძე, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA)
თამარ მშვენიერაძე, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA)