მატარებლის გუგუნის მოლოდინში | ახალქალაქი, სამცხე-ჯავახეთი
რა შეიცვლება და რას მოუტანს ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის მშენებლობა სამცხე-ჯავახეთის რეგიონს – ეს არის საკითხი, რომლის გარკვევაც აინტერესებდათ გოუ ჯგუფის მორიგი ექსპედიციის ფარგლებში შეკრებილ ჟურნალისტებს.
სამცხე-ჯავახეთის რეგიონში სტუმრობისას ისინი ადგილობრივებს შეხვდნენ, მათი საცხოვრებელი გარემო შეისწავლეს და ცდილობდნენ მიეღოთ პასუხები სხვადასხვა კითხვაზე.
ჟურნალისტებს აინტერესებდათ:
შეიცვლება, თუ – არა, მიგრაციის დონე იმ შემთხვევაში, თუ სამუშაო ადგილების რაოდენობა გაიზარდა. როგორც წესი, სამცხე-ჯავახეტში მიგრაცია სეზონურად მოსახლეობის 80 პროცენტსაც უტოლდება.
თუ გაიზრდა ადგილობრივი ბიუჯეტი, დასაქმდებიან სოფლის სკოლებში კვალიფიციური პედაგოგები? ამჟამად აქ უმაღლესი განათლების მქონე მასწავლებლების პროცენტი მხოლოდ 15 პროცენტს შადგენს.
თუ მოხერხდა ტურიზმის განვითარება, გაიხსნება თუ არა ნორმალური სასტუმროები? შეკეთდება გზები? აღდგება კავშირები საქართველოს სხვა რეგიონებთან?
შეიძლება, სულაც არაჩვეულებრივი რეფორმა ჩატარდეს და ჯავახეთის მაღალმთიან სოფლებში წყალსადენიც გაიყვანონ?
ექსპედიციის მონაწილეები:
ანა ბარსეგიანი, ვებ-პორტალი Times.am, ერევანი
გიგა გელხვიიძე, საინფორმაციო სააგენტო “ქუთაისი-ნიუსი”, ქუთაისი
რუზან გიშიანი, რადიო “თავისუფლება”, ერევანი
რიმა ღარიბიანი, jnews.ge, ახალქალაქი
სეიმურ კაზიმოვი, რადიო “ბი-ბი-სი”, ბაქო
ქრისტინა მარაბიანი, jnews.ge, ახალქალაქი
შუშან შირინიანი, jnews.ge, ახალქალაქი
სალომე სარიშვილი, გაზეთი “რეზონანსი” თბილისი
ალან ცხურბაევი, ვებ-პორტალი “კავკაზსკი უზელ” ვლადიკავკაზი