სახიფათო ცვლილებები | აჭარა
დაძაბულობა მუსლიმებსა და მართლმადიდებლებს შორის აჭარაში
მართლმადიდებელ ქრისტიანებსა და მუსლიმებს შორის რელიგიურ ნიადაგზე დაწყებული დაპირისპირება, რომელიც ერთდროულად, საქართველოს რამდენიმე რეგიონში 2013 წლის ზაფხულში დაიწყო, ექსპედიციის ჩატარების მიზეზი გახდა.
კავკასიის სხვადასხვა რეგიონის წამყვანი მედიასაშუალებების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ იმ რეგიონებში, სადაც ბოლო პერიოდში ქრისტიანებსა და მუსლიმებს შორის ურთიერთობა განსკუთრებით დაძაბულია, კერძოდ – აჭარასა და მესხეთში, ადიგენის რაიონში.
რამდენიმე დღის განმავლობაში, ჟურნალისტები ხელისუფლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და ადგილობრივებს ხვდებოდნენ. შეხვედრების შედეგად ჟურნალისტებმა ბევრი მანამდე უცნობი ფაქტი შეიტყვეს და სხვადასხვა შეფასებები მოისმინეს. აჭარაში მცხოვრები მუსლიმები ყვებოდნენ, რომ რეგიონში ადგილი აქვს ძალადობასა და რეალური პროცესების გაყალბებას. კერძოდ, ისინი უკმაყოფილებას გამოხატავენ ქართულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის გამო, თითქოს ადგილობრივი მუსლიმები ქრისტიანებად ინათლებიან. ამ ინფორმაციას აჭარის მუსლიმურმა საზოგადოებამ ტყუილი უწოდა და სურდათ, ამ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით ღია დიალოგი გამართულიყო.
ერთერთი მთავარი მიზეზი, რამაც აჭარაში მცხოვრებ ქრისიტანებსა და მუსლიმებს შორის კამათი გამოიწვია – ახალი მეჩეთის მშენებლობაა. ადგილობრივი მუსლიმების თქმით, ბათუმის მეჩეთი იმდენად პატარაა, რომ მომლოცველების ნაწილს ზოგჯერ ქუჩაში უწევს ლოცვა. თავის მხრივ, მართლმადიდებელ ქრისტიანებს არ სურდათ, რომ რეგიონში ახალი მეჩეთის მშენებლობა დაშვებულ ყოფილიყო, ისინი თურქეთის პოლიტიკური და რელიგიური გავლენის გაძლიერებაზეც საუბრობდნენ.
ჟურნალისტთა ჯგუფი აჭარიდან ადიგენის რაიონში, სოფელ ჭელაში გაემგზავრა, სადაც მეჩეთის მინარეთის დემონტაჟის გამო სიტუაცია მუსლიმებსა და ქრისტიანებს შორის დღემდე უკიდურესად დაძაბულია. შეიარაღებულმა პოლიციელებმა ძალის გამოყენებით მოახდინეს მინარეთის დემონტაჟი, რასაც პოლიციელებსა და მოსახლეობას შორის ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. მუსლიმების თქმით, ბევრი მათგანი სასტიკად იყო ნაცემი. რამდენიმე სოფლის მკვიდრის წინააღმდეგ კი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.
მუსლიმური საზოგადოების წევრები ამბობდნენ, რომ მათ რელიგიის გამო დევნიან და ავიწროებენ. მართლმადიდებლური საზოგადოების წარმომადგენლები კი აცხადებდნენ, რომ ისინი არ დაუშვებდნენ რეგიონში მინარეთის არსებობას.
რეგიონებში, სადაც ორი სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენელი ცხოვრობს, კანონს უმრავლესობა ადგენს და არა მართლმსაჯულება. მიუხედავად იმისა, რომ აჭარასა და სამცხე-ჯავახეთში მცხოვრებ მართლმადიდებელ და მუსლიმ საზოგადოებებს შორის ურთიერთობა უკიდურესად დაძაბულია, არც ხელისუფლება და არც ადგილობრივი ხელმძღვანელობა არაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ გაერკვიათ, საღად შეეფასებინათ სიტუაცია და სათანადო ზომები მიეღონ სიტუაციის დასარეგულირებლად.
ექსპედიციის შედეგად გადაღებულ მოკლე ვიდეორგოლს შეგიძლიათ გაეცნოთ აქ
ექსპედიციის მონაწილეები
იდრაკ აბასოვი – გაზეთი “ბიზიმ იოლ”, ბაქო
ანი არეშიძე – რადიო “მწვანე ტალღა”, თბილისი
ედიტა ბადასიანი – ონლაინ გამოცემა “კავკაზსკი უზელ”, თბილისი
ნინო ედილაშვილი – გაზეთი”Georgia Today”, თბილისი
ანა მურადიანი – სააგენტო “Hetq.am”, ერევანი
მარი ნიკურაძე – ონლაინ გამოცემა”ftwatch”, თბილისი
მუბარიზ რაჰიმლი – სააგენტო “ტურანი”, ბაქო
დავიდ სტეპანიანი – სააგენტო”არმინფო”, ერევანი
ექსპედიციის მონაწილეების პუბლიკაციები:
ჭელას მოვლენებით კავკასიური მედია დაინტერესდა – მეცხრე არხი, ახალციხე
რელიგიურ ნიადაგზე დაწყებული დაძაბულობის შესასწავლად ჟურნალისტური ექსპედიცია მოეწყო – გაზეთი “სამხრეთის კარიბჭე”, ახალციხე
რელიგია, საზოგადოება და სახელმწიფო – აჭარის ტელევიზია, ბათუმი
Azərbaycan və Türkiyədən imdad diləyən acarlar – გაზეთი ბიზიმ იოლ, ბაქო
Yeni təlatümlər ərəfəsində olan Gürcüstan – გაზეთი ბიზიმ იოლ, ბაქო
Bakı-Tbilisi qatarında biabırçılıq – გაზეთი ბიზიმ იოლ, ბაქო
Chela village residents have different opinions about minaret restoration – “კავკასკი უზელი”, თბილისი