მხიარული საზღვაო ისტორიები

მეთევზეობა ადვილი არ არის, განსაკუთრებით დამწყები მეთევზისთვის. რთულია შეეგუო მუდმივად წყალში ყოფნას. თავიდან სულ იმაზე ფიქრობ, რომ სწრაფად გახვიდე ნაპირზე და მიწაზე დადგა ფეხი. თუმცა დროთა განმავლობაში მეთევზე ყველაფერს ეჩვევა და შუაგულ ზღვაში ნავში ძილიც სიამოვნებს.

ბადრი ჟღენტი პროფესიით კულინარია, თუმცა პროფესიის შეცვლა მოუწია და ოჯახს თევზის ჭერით არჩენს. ბადრის თევზაობა ბავშვობიდან უყვარდა, თუმცა არასდროს უფიქრია, რომ მეთევზე გახდებოდა.

სირთულეების გადალახვაში მეთევზეებს იუმორი ეხმარებათ. ერთნაირი ხალისით ყვებიან 16 კილოგრამიანი კატრანის დაჭერის, ადამიანების გადარჩენის, თითის დაკარგვის და სხვა სახალისო, თუ სევდიან ისტორიებს.