ომის შემდეგ
შორენა ყაყიტაშვილი
მარინა ოთინაშვილს და მის ოჯახს საცხოვრებელი სახლის დატოვება ორჯერ მოუწია. ორივეჯერ რეგიონში მიმდინარე კონფლიქტის გამო. ერთხელ – 90-იან წლებში ოჯახის წევრებთან ერთად ცხინვალის იძულებით დატოვების შემდეგ ტყვიავში აღმოჩნდა. მეორედ კი – 2008 წლის ომის დროს თბილისში აღმოჩნდა, როგორც დევნილი.
ამ კონფლიქტის დროს მარინა ოთინაშვილმა მეუღლე დაკარგა. ახლა შვილის ოჯახთან ერთად იძლებით გადაადგილებულ პირთა დასახლებაში ცხოვრობს და იმ დროზე ოცნებობს, როცა საკუთარ სახლში დაბრუნდება. ამ ოცნებაში კი უკვე 10 წელი გავიდა.
ქალბატონი მარინა მეუღლის გამო შურისძიებაზე არ ფიქრობს და იმედი აქვს, რომ მომავალი თაობები მაინც იცხოვრებენ მშვიდად, ომის გარეშე.