რიგა თუ ერევანი?
არევიკ აირაპეტიანი
26 წლის ანუშ აირაპეტიანი პროფესიით საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტია და ერევანში ცხოვრობს. ის რიგაში გატარებულ პერიოდს იხსენებს და ორი ქვეყნის ცხოვრებას ერთმანეთს ადარებს. ანუში რიგაში სამაგისტრო პროგრამით წავიდა და სამშობლოში დაბრუნება გაუჭირდა, როგორც ამბობს, კულტურული შოკი მიიღო.
ტრანსპორტის მოძრაობა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გრაფიკი, საზოგადოების დამოკიდებულება ქალების მიმართ, ახალგაზრდები და ოჯახი – ანუში ამ და სხვა თემებზე საუბრობს, რაც რიგას და ერევანს ერთმანეთისგან განასხვავებს.