უსტიანის ბიბლია

ზარა ისრაელიანი

უძველესი ბიბლია, რომელიც უსტიანე პეტროსიანმა საბჭოთა კავშირის დროს გადამალა, კვლავ თავისი პატრონის ოჯახს დაუბრუნდა.

წმინდა წიგნი უსტიანეს მამას ეკუთვნოდა, რომელიც სასულიერო პირი იყო. ახლა ბიბლიას უსტიანეს შვილი და რძალი ჰამლეტ სარუხანიანი და ანაიტ სააკიანი უვლიან. ისინი ამბობენ, რომ ბიბლია მათი ოჯახის თილისმაა და მისი ძალა ადამიანებს კურნავს.