გოგონებს აქვთ სათქმელი
როგორია საქართველოში გენდერული თანასწორობის მომავალი? შესაძლოა ამ კითხვას ჩვენმა ფილმმა უპასუხოს.
როგორ ხედავენ ახალგაზრდა გოგონები თავიანთ მომავალს და როგორ წარმოუდგენიათ ცხოვრება ქართულ საზოგადოებაში? გოუ ჯგუფის დოკუმენტური ფილმი თინეიჯერი გოგონების შესახებაა.
ფილმი მიზნად ისახავს გიჩვენოთ 4 გოგონას ცხოვრება და მათი შეხედულებები კაცისა და ქალის თანასწორუფლებიანობაზე. ფილმის გმირები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში, სამეგრელოში, ქვემო ქართლში, სამცხე-ჯავახეთსა და შიდა ქართლში ცხოვრობენ.