კავკასიის ავტორთა კურსი
არ გაექცე რეალობას - უსინათლო მუსიკოსის სისტორია საქართველოდან
შალალა ამირჯანოვა
2018-2019
18 წლის უსინათლო მუსიკოსი შაბან მამედოვი მარნეულის რაიონის სოფელ ჯანდარაში ცხოვრობს. ის მუსიკით 6 წლის ასაკში დაინტერესდა. სათამაშო პიანინოზე ერთერთი აზერბაიჯანული მელოდიის დაკვრას ცდილობდა, როდესაც მშობლებმა შენიშნეს და ნამდვილ სინთეზატორს დაჰპირდნენ, თუკი სიმღერას ბოლომდე ააწყობდა. ეს დაპირება შაბანისთვის მოტივაციად იქცა. დღეს ის მარნეულის რაიონში საკმაოდ პოპულარული მომღერალია და მუსიკალურ კარიერაზეც ფიქრობს.