კავკასიის ავტორთა კურსი
კუნძული მთაში
ნათია თავდგირიძე
2016-2017
სოფელი თაგო ზღვის დონიდან 1000 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს და გარე სამაყროს საბაგიროთი უკავშირდება. სოფლამდე მისასვლელი სამანქანო გზა დაზიანებულია და ზამთრობით იკეტება.
საბაგირო გზის მეშვეობით კი სოფელში წელიწადის ნებისმიერ სეზონზე ზუსტად 8 წუთში მიხვალ. საბაგიროთი გადაადგილება 20 თეთრი ღირს. სოფელში მცხოვრები 70 ოჯახი მგზავრობასთან ერთად ტვირთსაც საბაგირო გზით ეზიდება.
უსაყრდენო საბაგირო, რომლის სიგრძე 1,719 მეტრი, ხოლო სიმაღლე 280 მეტრია, ევროპაში მეორე ადგილზეა.