მისტერ ძიძა

გიორგი ზედგინიძე 2016-2017

ეს მოკლე ფილმი ერეკლე აბაშმაძეზეა. ის 27 წლისაა, თბილისში ცხოვრობს და საბავშვო ბაღში მუშაობს. ბევრს ეს უკვირს; ზოგიერთი მამაკაცი მის მიმართ აგრესიასაც გამოხატავს. ერეკლეს კი სჯერა, რომ თავისი მოწოდება იპოვა.