კავკასიის ავტორთა კურსი
ომისა და მშვიდობის ჰესი
მარიანა კოტოვა
2018-2019
როგორ მუშაობს ჰიდროელექტროსადგური, რომელიც აფხაზეთის ომმა გაყო?
ენგურჰესი 1978 წელს ამოქმედდა. მდებარეობს უშუალოდ კონფლიქტის ზონაში და მისი მენეჯმენტით ორივე მხარეა დაკავებული: წყალსაცავი და დერივაციული გვირაბი საქართველოს მხარესაა განლაგებული, ხოლო გვირაბის მეორე მხარე, ჰესის შენობა და ჰესის ოთხი წყალვარდნილი – აფხაზურ მხარეს.
ეს ერთადერთი ერთობლივი ქართულ-აფხაზური პროექტია. მხარეები ერთობლივად მართავენ ჰესს და ინაწილებენ იმ ელექტროენერგიას, რომელსაც ის აწარმოებს, რაც გარდაუვალს ხდის თანამშრომლობასა და მუდმივ კონტაქტს.
ჰესის სიმაღლე -271,5 მეტრია, სიგრძე 800 მეტრი, ეს ერთ-ერთი მსხვილი თაღოვანი ბეტონის კაშხალია მსოფლიოში.