ახალქალაქში გოუ ჯგუფის ფილმი "კუნძული" უჩვენეს
01.01.1970
ფოტოგამოფენა და კინოჩვენება გაიმართა დღეს ახალქალაქში, კაფე გრანდ მურში. ღონისძიებაზე უჩვენეს გოუ ჯგუფის ფილმი “კუნძული“, რომელიც სამცხე-ჯავახეთში მცხოვრებ დუხაბორებზე მოგვითხრობს.
ფოტოგამოფენაზე წარმოდგენილი იყო არასამთავრობო ორგანიზაცია “ღია საზღვრების” სტუდენტების ფოტოები ინტეგრაციისა და გენდერის თემაზე. ახალქალაქში მცხოვრები დამწყები ფოტოგრაფების ნამუშევრებში ნაჩვენები იყო სხვადასხვა ეროვნების, რასისა და ასაკის ქალები, მათი პორტრეტები
ღონისძიება არასამთავრობო ორგანიზაციამ ღია საზღვრები და ჯავახეთის საინფორმაციო ცენტრმა Jnews.ge-მ ფონდ ორბელი საქართველოს დაფინანსებით განახორციელეს.
