დანაშაულის გამოძიება: სომხეთი-თურქეთი

2010

სომხეთში ჩატარებული ჟურნალისტური ექსპედიციის კვლევის საგანი სომხეთ-თურქეთის უთანხმოება იყო. მედიის წარმომადგენლების ეს ვიზიტი ევრაზიის ფონდის მხარდაჭერით შედგა.

ოთხი ჟურნალისტი (ორი ქართველი, ერთი აფხაზი და ერთი სამხრეთ ოსეთიდან) თითქმის ორი კვირით გაემგზავრა სომხეთსა და თურქეთში, რათა ადგილზე გაცნობოდნენ, ამ ორ ქვეყანაში არსებულ პრობლემას და შეეფასებინათ, ამ ქვეყნებს შორის ურთიერთობის დალაგების შესაძლებლობები.

ის, რაც 1915 წელს მოხდა, კვლავ ცხარე კამათის საგანია. სომხეთი, რომელსაც მხარს უჭერს სომხური დიასპორა, მაშინდელ ოტომანის იმპერიას ბრალს სდებს გენოციდის მოწყობაში. თურქეთი უარყოფს ბრალდებას და ამტკიცებს, რომ რამდენიმე ასობით ათასი ადამიანი სამოქალაქო ომის მსვლელობისას დაიღუპა, სწორედ მაშინ, როცა ათასობით თურქი იქნა მოკლული. ათეული წლების განმავლობაში მიმდინარე კამათი ტერმინ “გენოციდის” გამოყენების მართებულობის შესახებ ვაჭრობის საგნად იქცა.

ექსპედიციის მსვლელობისას რამდენიმე საკითხი გამოიკვეთა: ერთი – თუ სომხეთი და თურქეთი მიაღწევენ წარმატებას, მოაგვარებენ ურთირთობას და გაიხსნება თითქმის ასი წლის წინ ჩაკეტილი ამ ორი ქვეყნის საზღვარი, ეს ფაქტი გავლენას მოახდენს მთელ სამხრეთ კავკასიის რეგიონზე. თუმცა ამის წინაპირობა ჯერ არ არსებობს, რადგან სომეხი და თურქი ექსპერტები, ჟურნალისტები და ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაუმჯობესება ვერ ხერხდება და უფრო მწვავედ დგას შემდგომი გართულებების თავიდან აცილების საკითხი. მეორე – საერთაშორისო გაერთიანება უნდა დაეხმაროს ორ ქვეყანას ჩიხიდან გამოსავლის ძიებაში.

ექსპედიციის მონაწილეები მისიის ბოლო სამ დღეს სომეხი და თურქი ჟურნალისტების ჯგუფს შეუერთდნენ, რომლებიც იმავე მიზნით მოგზაურობდნენ, რომ უკეთ გაეგოთ ორივე მხარის პოზიცია.

“გოუ ჯგუფის” ეს ექსპედიცია იყო მცდელობა სომხურ-თურქული უთანხმოების არსი გაეცნო და აეხსნა ქართული და უფრო კი აფხაზური და ოსური საზოგადოებებისთვის, რომლებსაც არ აქვთ საკმარისი ინფორმაცია კავკასიის რეგიონში მიმდინარე საკითხების შესახებ.


მისიის მონაწილეები

ანაიდ გოგორიანი, გაზეთი “ჩეგემსკაია პრავდა”
სოფო ბუკია, ჟურნალი “ლიბერალი”
გოგა აფციაური, რადიო “თავისუფლება”
ირინა ქელეხსაევა, ცხინვალის ტელევიზია