თამაში უკეთესი ურთიერთგაგებისთვის | ერევანი, სომხეთი

2010

„ხალხთა შორის დიალოგი საზღვრებს მიღმა“ – ასე დავარქვით პროექტს, რომლის საშუალებითაც  დიალოგისთვის განსაკუთრებული, ექსპერიმენტული არხის შექმნა მოხერხდა.

მოეწყო შეხვედრა სომხეთში, რომელშიც 20-დან 30 წლამდე განსხვავებული საზოგადოების წარმომაგენლები მონაწილეობდნენ, მათ შორის – ქართველები და ოსები, როგორც ჩრდილოეთ, ასევე სამხრეთ ოსეთიდან.

სამდღიანი შეხვედრა როლური თამაშებით იყო დატვირთული. თამაშს სომეხი ფსიქოლოგები უძღვებოდნენ, რომელთა ხელმძღვანელობითაც მოთამაშეებს მათთვის ჩვეული როლების გადახედვა მოუწიათ, ზოგჯერ კი „მეორე მხარედ“ გადაქცევაც მოუხდათ.

როლური თამაშების მთავარი მიზანი იყო მონაწილეებისთვის იმის ჩვენება, რომ ნებისმიერი დისკუსიის დროს ჭეშმარიტება ყოველთვის ერთზე მეტია, და კამათის დასრულებისთვის საჭიროა, როგორც მინიმუმ, სხვა ჭეშმარიტების არსებობის აღიარება.


მისიის მონაწილეები

ქრისტინა იანოვსკაია, ექიმი, სამოქალაქო აქტივისტი
თემო ბარძიმაშვილი, ჟურნალი “ლიბერალი”, EurasiaNet
ზარინა სანაკოევა, დამოუკიდებელი ჟურნალისტი
ლევან ცერცვაძე, პოეტი,  სამოქალაქო აქტივისტი
ფატიმა პლიევა, დამოუკიდებელი ჟურნალისტი
დავით ყანჩაშვილი, Netgazeti.Ge
ალან ცხურბაევი, “კავკაზსკი უზელ”
გოგა აფციაური, რადიო “თავისუფლება”
ზურაბ ტავასიევი, კერძო მეწარმე
გიორგი ბეჟანიშვილი, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჟურნალი “თელავის სერიები”
ირინა იანოვსკაია
,  “Journalists for Human Rights”
სოფო ბუკია, ჟურნალი “ლიბერალი”
მარია პლიევა, ბლოგერი
ვიქტორ როგანოვი, სტუდია ABREC