ბითლზის თაობა ვარ
გიუნელ საფაროვა
გიტარისტი გარი მანუკიანი ახლა მუსიკალურ ინსტრუმენტებს ყიდის, ზოგჯერ კონცერტებზე ხმის ოპერატორად მუშაობს. მას აქვს სახელოსნოც, სადაც დაზიანებულ მუსიკალურ ნივთებს აკეთებს.
გარი მანუკიანი იმ პერიოდს იხსენებს როდესაც ჯერ გიტარაზე დაკვრა ისწავლა, შემდეგ კი საბჭოთა კავშირის დროს ერთერთი ჯგუფის გიტარისტი იყო.
გარიმ პირველი ელექტრონული გიტარა ტელეფონის ყურმილებისგან თავად დაამზადა. ამბობს, რომ მაშინ გიტარები და ხმის გამაძლიერებლები ადვილად არ იშოვებოდა, ამიტომ ყველაფრის დამზადება თავად უწევდათ.
ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე გარი მანუკიანი არჩევანის წინაშე დადგა, ან ოჯახი უნდა შეექმნა, ან მუსიკალური კარიერა გაეგრძელებინა. მან ოჯახი აირჩია.
ვიდეო გადაღებულია ტელეფონით, პროექტ @MM მობილური მედიის ფარგლებში.